: რა სუპერ პაკი, ცოტა ზეციდან დაეშვან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„რა სუპერ პაკი, რის სუპერ პაკი. ცოტა ზეციდან დაეშვან, მიწაზე ჩამოვიდნენ და რაც რეალურია, იმაზე ისაუბრონ. რა სუპერ პაკი, რა იდეების გენერატორი? ჩვენი მოქალაქეებისთვის „ნაცმოძრაობა“ წარსულის პოლიტიკური ძალაა და გააცნობიერონ, ამას შეეგუონ. დაიშლებიან? უნდა დაიშალონ“, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

სააკაშვილის თქმით, კომიტეტში უნდა იყოს 20-25 ადამიანი და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო.

„ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა