ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ თალაკვაძე - ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა „სუპერ პაკს“ ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, რას მოიტანს

ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მანიფესტი ვნახეთ, ახლა „სუპერ პაკს“ ვხედავთ, რაც გამოსათქმელადაც ცოტა რთულია, თუმცა ვნახავთ, რას მოიტანს, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი განცხადებების შეფასებას ნაკლები დრო უნდა დაეთმოს.
„საზოგადოებას უფრო საინტერესო საკითხები აქვს, რაზეც ხელისუფლების პოზიცია აინტერესებს. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დრო სწორედ ამ საკითხებზე საუბარს უნდა დავუთმოთ, მით უმეტეს, რომ საარჩევნო წელი იწყება.
მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ილუზია ნუ ექნებათ, რომ ბევრ დროს მათ განცხადებებზე საუბარს დავუთმობთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი - „სუპერ პაკი“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.