ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს - მიხაილ როთი

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს - მიხაილ როთი

მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს, - წერს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, სოციალურ ქსელში და ეხმიანება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
„საქართველოს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის „არჩევა“ კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში არსებული ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის „გლაიხშალტუნგისკენ“. მმართველი პარტია საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს“, - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.