ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხაილ გალუზინი - მოსკოვში ვერ მიიღებენ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება - ასეთი მიდგომები არ გვაწყობს

მიხაილ გალუზინი - მოსკოვში ვერ მიიღებენ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება - ასეთი მიდგომები არ გვაწყობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს ახსნას სთხოვს იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით მიდის ქვეყანა. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა გააკეთა.

კერძოდ, გალუზინის თქმით, რუსეთი ვერ მიიღებს გზას, რასაც დღეისთვის ერევანი მიჰყვება, რადგან მოსკოვს „არ აწყობს“.

“რა თქმა უნდა, მოსკოვში ვერ მიიღებენ იმ მიმართულებას, რომელსაც დღეისთვის სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება. კონკრეტულად კი მიმართულებას იმაზე, რომ ის, სომხეთის ხელისუფლება, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას ინარჩუნებს, ვიდრე ევროკავშირში წევრობაზე არ გადაერთვება. ასეთი მიდგომები არ გვაწყობს. ასეთი მიდგომები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია”,-განაცხადა გალუზინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.