მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მზადდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, შედგება.
„პრეზიდენტი აქტიურად ურთიერთობს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვადასხვა დონეზე, ველოდებით, შესაძლო, სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტთან, რადგან ყველა მზადაა აქტიური დიპლომატიური პერიოდისთვის, როდესაც აუცილებელია ომისა და მშვიდობის განხილვა სწორედ დიპლომატიის ინსტრუმენტებით, სადაც აშშ არის გლობალური შუამავალი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრები ევროპაში ეძღვნება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან რაიმეზე შეთანხმება.
„ნამდვილად ვერ ვხედავ აქ რაიმე სცენარს იძულებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და სწორედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს პრეზიდენტი რუსეთზე ზეწოლის სასანქციო ინსტრუმენტებს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ის ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაელაპარაკება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ