უკრაინული მედია - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაურეკავდა.
ცნობისთვის, სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ წუთებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.