მიწისძვრა ჩინეთში – დაიღუპა, სულ მცირე, 118 ადამიანი

ჩინეთში, განსუს პროვინციაში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა, წერს „როიტერსი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დასავლეთში, მთიან რეგიონში მდებარე განსუსა და ახლომდებარე პროვინციებში მიწისძვრები ხშირად ხდება. 2008 წელს მომხდარი 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 70’000 ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც.
უკვე დაწყებულია სამუშაოები ნანგრევებიდან ხალხის ამოსაყვანად, თუმცა მათ, „როიტერსის“ ცნობით, უკიდურესი სიცივე ართულებს.
სტიქიის ზონაში გააგზავნეს 2,200 მეხანძრე, 260 მაშველი და სხვა პროფესიონალები, წერს ჩინური მედია. აგრეთვე გააგზავნეს ასობით პოლიციელი და სამხედრო. ასევე, ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოყოფილია 20 მილიონი იუანი [2,8 მილიონი დოლარი].

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ