არქივი15 მარტი, 2024, 13:06
მიშელი: პუტინს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ – არანაირი ოპოზიცია, არანაირი არჩევანი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვებას" ულოცავს.
"მსურს, ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი". - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.