ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას“ - მედვედევი

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე, პუტინს გამარჯვებას ულოცავს.

ТАСС: ეგზიტპოლის შედეგებით, პუტინის ფორმალურ არჩევნებში პუტინი 87.68%-ით ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.