პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მიშამ გონება დაკარგა, დაცემისას მიიღო თავის დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება” – ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკანში დაეცა. ჟორჟოლიანის თქმით, დაცემისას მიღებული ტრავმების გამო მას რეანიმაციული დახმარება დასჭირდა.“მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში, დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება. თბილისიდან სასწრაფოდ გამოიძახეს პენიტენციურის ექიმები. 2021 წლიდან რამდენიმე ქრონიკული დაავადება რაც სავარაუდოდ იყო ამ ამბის მიზეზიც”, – წერს ჟორჟოლიანი.ნეტგაზეთი ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს. უწყების პრესსამსახური ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდა. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.