სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო – პენიტენციური

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო.
მათივე განცხადებით, შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს წნევა დაურეგულირდა.
„მსჯავრდებულის განცხადებით, დაცემის შედეგად სტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რენტგენოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ ფიქსირდება“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
მანამდე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკანში დაეცა. ჟორჟოლიანის თქმით, დაცემისას მიღებული ტრავმების გამო მას რეანიმაციული დახმარება დასჭირდა.
“მიშამ გონება დაკარგა, დაცემისას მიიღო თავის დაზიანება, დასჭირდა რეანიმაციული დახმარება” – ჟორჟოლიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს