არქივი27 აპრილი, 2026, 01:00
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
ლა ლიგის ოცდამეთორმეტე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „სელტა“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 85-ე წუთამდე ითამაშა. მას ორი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ გაიტანა - შეფასებები: Flashscore 6.8, whoscored 6.7, sofascore 6.6.
„ვილიარეალი“ 65 ქულით მესამე ადგილზეა და 2 მაისს „ლევანტეს“ უმასპინძლებს.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი - სელტა 2:1
გოლები: 1:0 მორენო (2, პენ), 2:0 პეპე (29), 2:1 იგლესიასი (73, პენ)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.