არქივი24 აპრილი, 2026, 01:50
მიქაუტაძის ერთი ტაიმი და "ვილიარეალის" ფრე "ოვიედოსთან"
ლა ლიგის ოცდამეცამეტე ტურში „ვილიარეალი“ გასვლაზე აუტსაიდერ „ოვიედოს“ ფრედ ეთამაშა - 1:1.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, მაგრამ ზედიზედ მესამე მატჩში ვერ გაიტანა - შეფასებები: Flashscore 6.5, sofascore 6.4, whoscored 6.0.
მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 36 შეხვედაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა და 26 აპრილს „სელტას“ უმასპინძლებს.
ოვიედო. „კარლოს ტარტერე“
ოვიედო - ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 პეპე (13, პენ), 1:1 შაირა (69)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.