ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძის შეძენა კიდევ 4 კლუბს სურს - ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ "ლიონი" მზადაა ქართველი გაასხვისოს

მიქაუტაძის შეძენა კიდევ 4 კლუბს სურს - ცნობილია ფასი, რომლის სანაცვლოდ "ლიონი" მზადაა ქართველი გაასხვისოს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიონის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით "გალათასარაი" დაინტერესდა და მოლაპარაკებები დაიწყო. დღეს კი ჟურნალისტი ეკრემ კონური თავის "ტვიტერზე" გამოქვეყნებული პოსტით ახალ ინფორმაციას იტყობინება.
კონურის ცნობით, მიქაუტაძით "გალათასარაის" გარდა "ვესტ ჰემი", "ბოლონია", "რომა" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული და რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი "ოლიმპიკი" მზადაა 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღოს წინადადებები.
გიორგის ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 18 მილიონია.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.