ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოსიმენის ნაცვლად - მიქაუტაძის ახალ გუნდში გადასვლა ახლოვდება

ოსიმენის ნაცვლად - მიქაუტაძის ახალ გუნდში გადასვლა ახლოვდება

ერთდროულად რამდენიმე თურქული გამოცემა იტყობინება, რომ „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იანვარში „გალათასარაიში“ გადავა.
აღნიშნულია, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი „გალათასარაისთვის“ უპირველესი ამოცანაა, „ლიონს“ მენეჯერის, ჯორჯ გარდის მეშვეობით დაუკავშირდნენ და ფრანგულ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს. „გალათასარაი“ 15 მილიონის გადახდაზეა თანახმა და იმედოვნებს, რომ „ოლიმპიკი“ მძიმე ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, შეთავაზებაზე დათანხმდება.
არ არის გამორიცხული „გალათსარაიმ“ ქართველი იჯარის წესით, კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით აიყვანოს, გუნდის მწვრთნელი ოკან ბურუკი გიორგის გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული და თურქული კლუბი ტრანსფერის გაჩარხვას უახლოეს ხანში გეგმავს.
ხაზგასმულია,
რომ მიქაუტაძე, რომელმაც კარიერაში 132 მატჩში 77 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა, უნივერსალური შემტევია, დიდი პოტენციალი გააჩნია და „გალათასარაიში“ გადასვლაზე თანახმაა.
სტამბოლური გუნდი 16 ტურის შემდეგ თურქეთის სუპერლიგაში 44 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით უსწრებს, ამ სეზონში ევროპა ლიგაზე ასპარეზობს, მომავალ სეზონში კი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება.
სავარაუდოდ "გალათასარაის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და მიქაუტაძე მის შემცვლელად მოიაზრება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.