ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძეს ნავასმა არ გაატანინა - "მეცი" პსჟ-სთან დამარცხდა და ლიგა 1-დან გავარდა

ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში „მეცი“ სახლში ჩემპიონ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა.
სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში ორი გოლი გაიტანეს - პირველი მეკარე ოკიჯას უხეში, მეორე კი ცენტრალური მცველების შეცდომის შედეგად. შემდეგ მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ მეკარე კეილორ ნავასმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმში „მეცი“ გააქტიურდა, მიქაუტაძემ დანილუ პერეირა გააბითურა, ნავასთან პირისპირ გავიდა და მეკარე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მერე ლამინ კამარას კუთხიდან დარტყმული ბურთი პარიზელთა კარის ხარიხას მოხვდა. ცოტა ხანში გიორგიმ
საჯარიმოდან მცირედით ააცილა ბურთი კარს და მისმა გუნდმა მარცხი განიცადა.
პარალელურ მატჩში „ლორიენმა“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ 5:0 გაანადგურა, მე-16 ადგილზე გავიდა, ხოლო „მეცმა“ ჩემპიონატი მე-17 პოზიციაზე დაასრულა და ლიგა 2-ში გავარდა.
დღევანდელ მატჩში მიქაუტაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4,
Whoscored 6.9, Flashscore 6.5. ქართველმა ჩემპიონატზე 19 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მეცი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 სოლერი (7), 0:2 ლი კან ინი (12)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.