ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კონტროლი დავკარგეთ" - მიქაუტაძე "სტრასბურთან" მატჩის შემდეგ

გუშინ, 12 მაისს, ლიგა 1-ის 33-ე ტურში, "მეცი" "სტრასბურთან" 1:2 დამარცხდა, სტუმართაგან ერთადერთი გოლის გატანა გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა:
"კონტროლი დავკარგეთ. მსგავსი რამ წინა ტურში "რენთანაც" მოხდა. ვფიქრობ, ქულის აღება მაინც შეგვეძლო, ეს კი უმაღლეს ლიგაში დარჩენაში ძალიან დაგვეხმარებოდა. თუმცა დღეს ასეთ სიტუაციაში ვართ", - განაცხადა მიქაუტაძემ.
"მეცი" ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-16 ადგილს იკავებს. ბოლონის გაწვრთნილი გუნდი ბოლო ტურში "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს.
მიქაუტაძემ ჩემპიონატში მე-19 მატჩი ჩაატარა, გიორგის ანგარიშზე 13 გატანილი
გოლი და 4 საგოლე პასია.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.