ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "აიაქსი" კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით დამარცხდა

ნიდერლანდების თასზე „აიაქსი“ წვიმიან ამინდში გასვლაზე „ჰერკულესთან“ 2:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იჯარით „მეცში“ ბრუნდება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
უპირატესობას ამსტერდამელები ფლობდნენ, მაგრამ კონტრიერიშზე მასპინძლებმა პიტერსის გოლით დაწინაურება მოახერხეს. „აიაქსი“ განუწყვეტლივ უტევდა, მიქაუტაძემ 64-ე წუთზე აკპომი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ვერ გაიტანა. სამაგიეროდ პიტერსმა მალე დუბლი შეასრულა. შემდეგ უტრეხტელებმა ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, ბრობიმ კი ანგარიში შეამცირა, მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, აკპომმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კომპენსირებულ დროში დედაქალაქელთა
დაცვა ისევ ჩავარდა, გოლი გაუშვეს, დამარცხდნენ და გათამაშებას გამოითიშენ.
ჰერკულესი - აიაქსი
გოლები: 1:0 პიტერსი (17), 2:0 პიტერსი (66), 2:1 ბრობი (84), 2:2 აკპომი (89), 3:2 გროტენბერგი (90+4)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.