კვერნაძემ "იუვესთან" ითამაშა - "ფროზინონე" ბრძოლაში დამარცხდა
თასზე „ნაპოლის“ განადგურების (4:0) შემდეგ „ფროზინონე“ სერია A-ს მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე 79-ე წუთზე შვიდა შეცვლაზე.
პირველ ტაიმში თავის სადებიუტო მატჩში სტუმრები 18 წლის ილდიზმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბაესმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 81-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა ტურატის კარი დალაშქრა და "იუვე" წინ გაიყვანა, მერე მისი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრა 1:2 დასრულდა.
„იუვენტუსი“ 40 ქულით მეორე ადგილზეა და 30 დეკემბერს „რომას“ უმასპინძლებს, ხოლო „ფროზინონე“ 19 ქულით მეთოთხმეტე პოზიციაზეა და 29 დეკემბერს რომში
„ლაციოს“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე - იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 ილდიზი (12), 1:1 ბაესი (51), 1:2 ვლაჰოვიჩი (81)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.