,,მიუღებელია დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა” – თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ:
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში. ასევე ვთვლით, რომ მიუღებელია ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსიდან გადახვევა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიც არის – თანაგრძნობა, ღირსება, თავისუფლება და პატივისცემა.”
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.