ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. წინ და წინ, ევროპისკენ! - თეგეტა

მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. წინ და წინ, ევროპისკენ! - თეგეტა

"თეგეტა ჰოლდინგი" ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა მიუღებელია.
განცხადების თანახმად, კრიზისული მდგომარეობა აზიანებს ქვეყნის მომავალს და საფრთხეს უქმნის განვითარებას.
"თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.
ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.
წინ და წინ, ევროპისკენ!",- წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.