მიუნხენში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც „ოქტობერფესტი“ დროებით დაიხურა

მიუნხენში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც „ოქტობერფესტი“ დროებით დაიხურა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, მიუნხენში „ოქტობერფესტის“ ლუდის ფესტივალი საღამომდე დაიხურა, მას შემდეგ, რაც დღეს დილით ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქება გამოიწვია.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
„ამჟამად, მომხდარის სხვა ადგილებთან კავშირები განიხილება, ამიტომ ფესტივალის ტერიტორიის გახსნა გადაიდო“, – განაცხადეს მიუნხენის პოლიციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს