ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონში მდებარე ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონში მდებარე ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სუინდონში მდებარე ერთ-ერთ საწყობში მასშტაბური აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება უილტშირის საგრაფოს ქალაქ სუინდონის სამრეწველო ზონაში მდებარე საწყობში მოხდა.
უილტშირის პოლიციაში განაცხადეს, რომ საწყობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მცირე, 10 სახანძრო მანქანა მონაწილეობს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.