ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის, ვოლფგანგ იშინგერის ცნობით, კონფერენციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, აშშ-ის კონგრესის 50-ზე მეტი წევრი დაესწრება.
„ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ნდობის კრიზისს განიცდის. ამიტომ, მიუნხენის მიმართ ამერიკელების დიდი ინტერესი სასიხარულოა“, - განაცხადა იშინგერმა.
ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.