მიუნხენისკენ მიმავალი რუბიო ვაშინგტონში დაბრუნდა თვითმფრინავში ტექნიკური ხარვეზის გამო

თვითმფრინავი, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გერმანიაში მიემგზავრებოდა, ტექნიკური პრობლემის გამო ვაშინგტონში დაბრუნდა. ინციდენტი 13 თებერვალს, გვიან საღამოს მოხდა.
ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც. დელეგაცია მიუნხენში მიემგზავრებოდა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ტემი ბრიუსის ინფორმაციით, თვითმფრინავში მექანიკური პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დაბრუნდნენ და სახელმწიფო მდივანი გერმანიაში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება.
სააგენტო Associated Press-ის წყაროს თანახმად, პილოტების კაბინის წინა ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემა ენდრიუსის ბაზიდან თვითმფრინავის გაფრენიდან დაახლოებით 90 წუთში წარმოიშვა.
დღეს, 14 თებერვალს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიუნხენში შეხვედრა აქვს დაგეგმილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან