მინისტრი: თავშესაფრის მაძიებელთა გამო, ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან საზღვარს

ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან მთელ საზღვარს, საიმისოდ, რომ შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებელთა შედინება – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი 14 დეკემბერს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფინეთმა დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ყველა გზა დახურული იყო.
ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება მოსკოვის მიერ ორკესტრირებული ნაბიჯია, რომლითაც ის ფინეთს სამაგიეროს უხდის -სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილებისთვის – მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფს.
თავშესაფრის მაძიებელთა შედინება შეწყდა, როცა ფინეთმა ნოემბრის ბოლოს საზღვარი ჩაკეტა, თუმცა განახლდა როცა ხელახლა გაიხსნა რვა გადასასვლელიდან ორი – აცხადებს ფინეთის სასაზღვრო დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…