მედია – ფინეთი რუსეთთან ორ სასაზღვრო პუნქტს, რომელიც გახსნა, კვლავ დახურავს

ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ფინეთის მთავრობა გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გაავრცელებს.
აღნიშნულია, რომ საუბარია ორ სასაზღვრო პუნქტზე, რომლებიც ფინეთმა ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ხელახლა გახსნა.
ამავდროულად, მათი ხელახლა დახურვის ვადები არ სახელდება.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ სასაზღვრო პუნქტების გახსნისთანავე ფინეთის საზღვართან თავშესაფრის მაძიებლებმა შეკრება დაიწყეს.
ცნობისთვის, სამშაბათს ფინეთის მთავრობამ 14 დეკემბრიდან 14 იანვრამდე რუსეთთან საზღვარზე ორი გამშვები პუნქტის – ვაალიმაას და ნიირალას – გახსნის გადაწყვეტილება მიიღო ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რათა საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებმა ხალხმა ნათესავების მონახულება შეძლონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…