ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მინისტრის მოადგილე: რეგისტრაციისთვის რეესტრს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის თქმით, რუსული კანონის ფარგლებში რეგისტრაციისთვის სამინისტროს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც რუსული კანონის საკითხი განიხილება.
"ამ დრომდე, რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. მათ აქვთ ჯერ კიდევ ავად", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე მოსმენა გრძელდება. სხდომა 29 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდება. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად შეესაბამება "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს კონსტიტუციას.
სასამართლოში ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული: საქართველოს პრეზიდენტის, 112 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის; 38 პარლამენტარის; ორი მედიასაშუალების. ყველა ეს სარჩელი გაერთიანდა და ერთ საქმედ განიხილება.
29 აგვისტოს გაირკვა, რომ კანონის წინააღმდეგ მეხუთე სარჩელიც შევიდა, რომელიც საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ეკუთვნის, თუმცა ის ჯერ არ დარეგისტრირებულა.
გარდა ამისა, მოსარჩელეები ითხოვენ, რომ რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.