ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი” - დონალდ ტრამპი

“მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი” - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

“მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი “სასაკლაოდ“ მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც.

“მე გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების იდეა. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც დავითანხმებდით ამაზე. ვფიქრობ, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.