მიმდინარე წელს ევროკავშირში საგრძნობლად გაიზრდება საარტილერიო ჭურვების წარმოება

ევროკავშირის კომისარმა შიდა ბაზრების საკითხებში, ტიერი ბრეტონმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საწარმოებს მიმდინარე წელს 1,3 მილიონი საარტილერიო ჭურვის წარმოება შეუძლიათ.
ბრეტონი 19 იანვარს ტალინში გამოვიდა პრესკონფერენციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად. მისი სიტყვებით, ევროპის კომისია გააგრძელებს მუშაობას საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზე და 2024 წლისთვის, შესაძლოა, 1,3-დან 1,4 მილიონამდე ჭურვს გამოუშვებს. ბრეტონმა განაცხადა, რომ მომავალ წელს ჭურვების გამოშვება გაიზრდება.
ბელგიის ფრანგულენოვანი კომპანია RTBF-მა დააზუსტა, რომ ევროკომისარმა ჭურვების წარმოების ამჟამინდელი მოცულობა უსაფრთხოების მოსაზრებებით არ დაასახელა.
ბრეტონის თქმით, უკვე მარტში ან აპრილში გადაწყდება ადრე დასახული ამოცანა: ჭურვების წლიური წარმოების მიყვანა ერთ მილიონამდე.
ბრეტონმა ასევე აღნიშნა, რომ პრიორიტეტული ამოცანაა, უკრაინისთვის ევროპაში წარმოებული ჭურვების უდიდესი ნაწილის მიწოდება. RTBF-ს მოჰყავს ევროკომისრის გამონათქვამი: „ჩვენგადამწყვეტი მომენტის მოწმენი ვართ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში […] ევროპამ მთელი ძალებით უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა“.
ამასთან, RTBF აღნიშნავს, რომ ევროკავშირის თავდაცვის წინაშე ორმაგი ამოცანა დგას: დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და შეავსოს საკუთარი რეზერვები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას