ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაერო უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

გაერო დონორებს მიმდინარე წელს 4,2 მილიარდ დოლარს სთხოვს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საკუთრივ ომით დაზარალებულ ქვეყანაში და იმ უკრაინელებისთვისაც, რომლებიც ომს სხვა ქვეყნებში გაექცნენ.
მიმდინარე წელს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება 14,6 მილიონ ადამიანზე მეტს, ანუ მთელი მოსახლეობის 40-მდე პროცენტს - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული საქმეების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) ჟენევაში 15 იანვარს. ამასთან, ომმა 6,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილად აქცია უცხო ქვეყნებში.
"ასი ათასობით ბავშვი ცხოვრობს ომის ფრონტის ხაზებზე არეალებში - შეშინებულები, ტრავმირებულები, საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა გვიბიძგოს ყველაფრის გასაკეთებლად საიმისოდ, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ" - განაცხადა OCHA-ის ხელმძღვანელმა, მარტინ გრიფიტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.