მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე: სრულიად მცდარი და აბსურდია
სრულიად მცდარია; ვფიქრობ, საკმაოდ ცხადია, რომ ეს სრულიად მცდარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ს ჩართულობასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებებს ავრცელებს. ეს [ბრალდება] სრულიად მცდარი და აბსურდია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმ ირონიას, რომ ქვეყანა რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული ამ მომენტში, ამგვარ აბსურდულ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.