ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს აბსოლუტურად ტყუილია – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა უარყო რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციას, ცრომლის თანახმად, აშშ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
„ეს აბსოლუტურად ტყუილია. ვფიქრობ, სრულიად აშკარაა, რომ ეს სრულიად მცდარი ინფორმაციაა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ავრცელებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მცდარი და აბსურდულია“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
„ხაზს ვუსვამ რუსეთის ირონიას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ი უკანონოდ ოკუპირებული აქვს, და [ამ დროს] ამ აბსურდულ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყნის მიმართ“, – დასძინა მან.
Previous: : პოლიტიკურად ჩამონგრეული “სახლის”, “ნაცმოძრაობის”, მორყეული “განჯინა” ვითომ გადაღებეს და ამას გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის ე.წ. პოლიტიკური ალიანსი დაარქვეს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.