„მილანმა“ სერია A 70 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა და მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი სამუშაოდან დაითხოვა.
ალეგრისთან ერთად კლუბს გენერალური დირექტორი ჯორჯო ფურლანი, სპორტული დირექტორი იგლი ტარე და ტექნიკური დირექტორი ჯეფრი მონკადა დატოვებენ.
„მილანმა“ მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„გაზეტა დელო სპორტის“ ცნობით, კლუბმა კომპენსაციის სახით ალეგრის 9 მილიონი ევრო, ფურლანის 10 მილიონი, ტარეს დაახლოებით 3 მილიონი, მონკადას კი ვინაიდან კონტრაქტი უმთავრდება, მხოლოდ ბოლო თვის ხელფასი უნდა გადაუხადოს.