არქივი25 მაისი, 2026, 20:29
"თორნიკე რიჟვაძე ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად სად არის – დაკითხვაზე ვარ?"

"თორნიკე რიჟვაძე კარგად არის, ჯანმრთელად არის. ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად სად არის – დაკითხვაზე ვარ? თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, საზოგადოებას შესაბამის პასუხსაც გავცემთ. თავად ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს. მე რატომ არ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში? დაბრუნება თქვენთვის უნდა შემეთანხმებინა?" | ამბობს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე "აჭარა თაიმსთან" საუბრისას
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.