მიკ ჯაგერმა The Rolling Stones-ის სცენაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა

მიკ ჯაგერმა BBC Radio 2-ის ეთერში The Rolling Stones-ის ახალ კონცერტებზე მიანიშნა.

მუსიკოსმა განაცხადა, რომ „სულმოუთქმელად ელის“, როდის გაემგზავრება ჯგუფი მორიგ ტურნეში.„იმედია, ეს რაც შეიძლება მალე მოხდება“, – თქვა მან. ამავდროულად, The Rolling Stones-ის ფრონტმენმა დააზუსტა, რომ ჯგუფის კონცერტებს, სავარაუდოდ, უკვე მომავალ წელს უნდა ველოდოთ.

„არ ვფიქრობ, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება. მაგრამ, იმედია, რაც შეიძლება მალე რეალობად იქცევა“, – განაცხადა მუსიკოსმა.

10 ივლისს The Rolling Stones რიგით 25-ე სტუდიურ ალბომს Foreign Tongues გამოუშვებს. მის შექმნაშ მონაწილეობა პოლ მაკკარტნიმ და The Cure-ის რობერტ სმიტმაც მიიღეს. ალბომში ასევე შევა ემი უაინჰაუსის სიმღერის You Know I’m No Good-ის ვერსია ჯგუფის შესრულებით.

2025 წლის ბოლოს The Rolling Stones-მა დაადასტურა, რომ უარი თქვა 2026 წელს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სტადიონების ტურნეს ჩატარების გეგმაზე, რადგან ჯგუფის გიტარისტმა, კიტ რიჩარდსმა, მასში მონაწილეობის „ვალდებულების აღება“ ვერ შეძლო.