მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ - რუბიო

მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
„სახელმწიფო დეპარტამენტში გავდივართ. ვფიქრობ, არის რაღაც... მიზანი საგარეო დახმარების გაუქმება არ არის. არის რაღაცები, რასაც USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რაც უნდა გავაგრძელოთ, ამას აზრი აქვს და მოგვიწევს გადავწყვიტოთ, ამის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტის გავლით ჯობია, თუ უკეთესია - რეფორმირებული USAID-ით“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუბიო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.