მარკო რუბიო – არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენ USAID-ის მეშვეობით ვაკეთებთ, რომელიც უნდა გავაგრძელოთ

უპასუხისმგებლო ორგანიზაციაა, სხვა არჩევანი არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ის კონტროლის ქვეშ მოგვექცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი არ თვლიან, რომ აშშ-სთვის მუშაობენ, ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის გლობალური ორგანიზაცია და რომ მათი ბატონი არის მთელი მსოფლიო და არა შეერთებული შტატები – ეს არ არის ის, რასაც წესდება ითვალისწინებს“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, საჭიროა USAID-ის რეფორმირება.
”არსებობს რაღაცეები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ USAID-ის მეშვეობით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ, მოგვიწევს, გადავწყვიტოთ, ეს უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით? ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო