მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია – ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის” მიხეილ სააკაშვილის სტატუსზე ინფორმაციას ითხოვს. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, საინტერესოა, რატომ არ გადაჰყავთ ის საპატიმრო დაწესებულებაში.
ამასთან, ლილუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობენ.
“მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, გაგვაგებინონ მიხეილ სააკაშვილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაცია. საერთოდ, მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან თუ ამ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ ხდება ისე, რომ ჯერ კიდევ არ არის გადაყვანილი საპატიმრო დაწესებულებაში. მთელი ქვეყანა ხედავს, ხელისუფლებისგან ნებადართულად, როგორ ახორციელებს საარჩევნო კამპანიას სასამართლოების საფარქვეშ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება