ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი პირი დააკავეს და საქართველოდან გააძევეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე – ბ.გ. დააკავეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დადგინდა, რომ დაკავებული პირი, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ეროვნულ დონეზე იძებნებოდა, კერძოდ: ქურდობის, სხეულის დაზიანების, თაღლითობისა და ციხიდან გაქცევისათვის.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა თურქეთის მოქალაქის გაძევების ღონისძიება „ვალეს“ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, სადაც დაკავებული გადაეცა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მის მიმართ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.