ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიანმარში წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა

მიანმარში წყალდიდობის შედეგად 33 ადამიანი გარდაიცვალა

BBC-ის ცნობით, მიანმარში ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 230 000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად დედაქალაქი ნაიპიდაუ დაზარალდა.
წელს, აზიის ყველაზე ძლიერმა შტორმმა, ტაიფუნ იაგიმ, ვიეტნამის, ჩინეთის კუნძული ჰაინანისა და ფილიპინების ტერიტორიამდეც მიაღწია.
მანამდე, ვიეტნამში ტაიფუნ იაგის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 197 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მიანმარის სახელმწიფო გაზეთის ცნობით, დროებითი დახმარების ბანაკები უსახლკაროდ დარჩენილებისთვის უკვე გამოიყო.
წყარო: ფორმულა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.