არქივი6 აპრილი, 2025, 15:22
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 471-მდე გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 471-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, დაშავებულია 4 671 ადამიანი, 214 კი დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთსა და ტაილანდშიც.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.