მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა, ჯანმო დაზარალებულების დასახმარებლად 8 მილიონს ითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიონი აშშ დოლარი მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გაერო-ს სააგენტოს განმარტებით, ის რეაგირებს გადაუდებელი აქტივაციის უმაღლეს დონეზე და საჭიროა შემოწირულებები დაშავებული მოქალაქეების სამკურნალოდ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და არსებითი ჯანმრთელობის სერვისების აღდგენისთვის.
მიანმარის სამხედრო ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 1 700 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პარასკევს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე