ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამ სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრება, ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ"

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ღია მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ბოლო დროს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი კურ­სის მი­მართ. გი­ორ­გიმ "ინ­სტაგ­რამ­ზე" თა­ვი­სი პა­ტა­რა დის­შვი­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა ჰქონ­და.

ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს. თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ კი თქვა, რომ გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი რომ დღეს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რია, მისი "პა­ტა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის".

  • აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე, ასე­ვე ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" ისა­უბ­რა:

"სა­დაც არ უნდა ვიყო, რა ენა­ზეც არ უნდა ვსა­უბ­რობ­დე, ყვე­ლა­ზე ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც არი­ან ჩემ­თან, არი­ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათ ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ რაც არ უნდა მოხ­დეს. ჩემ­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ის, რაც მოხ­და. ჩემი დის­შვი­ლის ფოტო იყო. ამა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ უნდა მი­წევ­დეს ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მი­წევს იმი­ტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხე­ბა. მე გა­მოვ­ხა­ტე ის, რაც ყვე­ლა ქარ­თვე­ლის გულ­ში არის, ჩემი ოჯა­ხის გულ­ში არის, ჩემი პა­ტა­რა დის­შვი­ლე­ბის გულ­ში არის", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

"ამა­ყი ვარ, რომ ვარ ქარ­თვე­ლი, ის რაც შევ­ძე­ლით მთლი­ა­ნად მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, მთელ­მა ნაკ­რებ­მა. ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­ვუ­ტა­ნეთ, ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახლო მო­მა­ვალ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ხი­ლავთ გაბრ­წყი­ნე­ბულს, ბედ­ნი­ერს, ისეთ ბედ­ნი­ერს, რო­გო­რიც 26 მარტს ვნა­ხეთ. ამის­თვის ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, ჩვენ - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ხალ­ხი, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ყვე­ლა შე­ვეც­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო სწორ გზა­ზე წა­ვიყ­ვა­ნოთ და სი­მარ­თლის გზა­ზე. როცა იცი, რომ შენ მარ­თა­ლი ხარ, შენი ოჯა­ხი მარ­თა­ლია, შენი ქვე­ყა­ნა მარ­თა­ლია, უფრო ად­ვი­ლი არის, რომ სწო­რი გზა მო­ნა­ხო.

როცა პე­ნალ­ტის და­სარ­ტყმე­ლად მი­დი­ხარ, თუ შენ თავ­თან მარ­თა­ლი ხარ და იცი, რომ ყო­ვე­ლი დღე იმა­ზე ფიქ­რით და იმ მო­ტი­ვა­ცი­ით გა­ა­ტა­რე. რომ უკე­თე­სად და­გერ­ტყა, უფრო მეტი გე­მუ­შა­ვა შენ თავ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მაგ­რად იქ­ნე­ბა.

ვთვლი, რომ სი­მარ­თლეს­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი იმ პე­ნალ­ტის დრო­საც და ამ სი­მარ­თლით მინ­და ვი­ა­რო მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმი­ტომ რომ ფეხ­ბურ­თის კა­რი­ე­რა მთავ­რდე­ბა 15 წე­ლი­წად­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლო­ბას არას­დროს არ დავ­კარ­გავ", - ამ­ბობს გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.