მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს თელავშიც

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს თელავშიც. მოქალაქეები ქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.
სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
"ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ გაცხადებულ აღიარებას, რომ ევროკავშირი აღარ არის ჩვენი ორიენტირი და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩვენ არ გვინდა ასეთი ხელისუფლება და მათ მართულ ქვეყანაში ცხოვრება. ხედავთ პროტესტია ყველგან, და ჩვენც ჯერ დაშლას არ ვაპირებთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.