მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან შშმ პირები, ფსიქოლოგები, სპეციალისტები, მშობლები და მხარდაჭერები.
აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “შენ მაიძულებ ემიგრაციას გადარჩენისთვის”; “შენ ართმევ ჩემს შვილს მომავალს”.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფსიქოლოგმა დარინა დუმბაძემ განაცხადა, ყველაზე მეტად შშმ პირებს სჭირდებათ ევროპული საქართველო და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მათი უფლებები იქნება აღიარებული.
“დღეს არის შშმ პირების საერთაშორისო დღე. საქართველოში ევროპის და ამერიკის მხარდაჭერით მოხდა სწორედ მათ უფლებებზე ზრუნვა, ინკლუზიური განათლების შემოღება, სერვისების შექმნა და ა.შ ამიტომ, ყველაზე მეტად ამ მოწყვლად ჯგუფს სჭირდება ევროპული საქართველო და ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც იქნება ევროპული ხარისხისები, მათი უფლებები აღიარებული და ა.შ”, – აღნიშნა დარინა დუმბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება