ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო.
როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.