მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ღობეს ხსნიან
მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაყენებულ რკინის ღობეს ხსნიან.
როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაცია გასული წლის აპრილში შემოღობეს, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მასშტაბური აქციებიდან მალევე. რამაც გააჩინა განცდა, რომ საპროტესტო სივრცეს ართმევდნენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროის მცირე მონაკვეთში მთავრობის ადმინისტრაციასთან არაერთი აქცია გამართეს ვოლტის კურიერებმა, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებმა, ათორის დაზარალებულმა კლიენტებმა, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა. “ქართულ ოცნებაში” ამ მოსაზრებას უარყოფდნენ და მას მანიპულაციას უწოდებდნენ.
მაშინ მთავრობაში ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციის შენობის წინ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სკვერის მოწყობა იგეგმებოდა.
ფოტო: ფორმულა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.