არქივი30 აპრილი, 2024, 17:52
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ დროისთვის დემონსტრანტების ნაწილი გზის სავალ ნაწილზე ზის და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს.
მთავრობის სახლთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო“, „მონებო“ „შეგვიშვით“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.