არქივი30 აპრილი, 2024, 18:54
აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ
აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის შესავლელთან ამ დროსთვის რჩებიან პოლიციელები, ასევე ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ ინგოროყვასა და სულხან საბას ქუჩა. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.